← Вернуться к блогу

როდის არის დრო, რომ გადავიდეთ თანამედროვე ERP სისტემაზე?

Excel-ი შესანიშნავი ინსტრუმენტია სტარტაპისთვის და საწყისი ეტაპის ბიზნესისთვის. ის უფასოა, შეძლებისდაგვარად მარტივია და ყველამ იცის მისი საბაზისო მოხმარება. თუმცა, როდესაც კომპანია იზრდება, იმატებს გაყიდვები, საწყობის ასორტიმენტი და თანამშრომლების რაოდენობა, ექსელი მოქნილი დამხმარედან ქაოსის, შეცდომებისა და ნელ-ნელა დაკარგული ფულის წყაროდ იქცევა. როგორ მივხვდეთ, რომ კომპანიამ ექსელის შესაძლებლობებს გადააჭარბა? განვიხილოთ 5 ძირითადი ნიშანი.

მონაცემები ,,გაფანტულია’’ ათასობით სხვადასხვა ფაილში

პრობლემა: გაყიდვებს აქვს თავისი ფაილი, საწყობს თავისი, ბუღალტერიას თავისი და ა.შ. ფაილების ვერსიები ირევა და არავინ იცის, რომელ ცხრილშია რეალური, განახლებული სიმართლე. ERP გამოსავალი: ერთიან სისტემაში ყველა დეპარტამენტი მუშაობს ერთ მონაცემთა ბაზაში. ცვლილება ასახული რეალურ დროში ყველასთვის ხელმისაწვდომია.

ადამიანური შეცდომები სულ უფრო ხშირდება

პრობლემა: ექსელში ერთი არასწორად ჩასმული ფორმულა ან შემთხვევით წაშლილი უჯრედი საკმარისია, რომ მთელი თვის ფინანსური რეპორტი აირიოს. ხელით გადაწერისას შეცდომა თითქმის გარდაუვალია. ERP გამოსავალი: პროცესები და გამოთვლები (დღგ, ნაშთების ჩამოწერა, ფასნამატი) სრულდება ავტომატურად, ალგორითმის მიერ, რაც ადამიანურ ფაქტორს ნულამდე ამცირებს.

რეპორტის მისაღებად დღეები და საათები გჭირდებათ

პრობლემა: როცა მენეჯერს სჭირდება ინფორმაცია - რომელი პროდუქტია ყველაზე მომგებიანი ამ თვეში? თანამშრომლებს სჭირდებათ 2-3 დღე სხვადასხვა ცხრილიდან მონაცეემბის ასაკრეფად და შესაერთებლად. ERP გამოსავალი: რეალურ დროში განახლებული დეშბორდი (Analytics) იძლევა სრულ ფინანსურ და ოპერაციულ სურათს 1 კლიკში, ნებისმიერი მოწყობილობიდან.

ინფორმაციის უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა დაცულია

პრობლემა: ექსელის ფაილის დაკოპირებისას, ფლეშკით გატანისას ან მეილზე გადაგზავნისას შესაძლოა, რამემ გაჭედოს ან წაიშალოს. გარდა ამისა, რთულია წვდომების შეზღუდვა - თანამშრომელი ან ხედავს მთლიან ცხრილს, ან არაფერს. ERP გამოსავალი: როლებისა და წვდომების მოქნილი სისტემა. თითოეული თანამშრომელი ხედავს მხოლოდ იმ მონაცემებს, რაც მის ფუნქციას სჭირდება, ხოლო მონაცემები დაცულია თანამედროვე Cloud სერვერებზე.

ბიზნესის მასშტაბირების შეფერხება

პრობლემა: ახალი ობიექტის, საწყობის ან ფილიალის გახსნისას ექსელის სტრუქტურა ვეღარ უძლებს დატვირთვას და იწყება სრული საოპერაციო ქაოსი. ERP გადაწყვეტა: სისტემა იზრდება ბიზნესთან ერთად. ახალი ფილიალისა თუ მოდულის დამატება ხდება მარტივად, არსებული პროცესების შეფერხების გარეშე.

გადადით Excel-იდან ზრდის ახალ ეტაპზე:

Excel-ი შესანიშნავია სტარტისთვის, მაგრამ მასშტაბირებისთვის ERP აუცილებელია. არ მისცეთ მოძველებულ ინსტრუმენტებს უფლება, შეაფერხონ თქვენი კომოანიის განვითარება. ჩაეწერეთ Mark4-ის უფასო დემო-პრეზენტაციაზე ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ, მარტივად და უმტკივნეულოდ გააციფრულოთ თქვენი ბიზნესპროცესები.